მთავარი / პაციენტის ვიზიტი გერმანიაში

გერმანიაში მკურნალობის, კონსულტაციის, ოპერაციის გაკეთების, არსებული დიაგნოზის გადამოწმებისა და პრევენციის მიზნით კვლევების გაკეთების მსურველ მოქალაქეებს ,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმის” თბილისისა და მიუნხენის გამოცდილი გუნდი ეხმარება ვიზიტის დაგეგმვასა და ყველა საკითხის ადგილზე (გერმანიაში) მოგვარებაში.

პაციენტის გერმანიაში ვიზიტის სერვისი გულისხმობს:

1. გერმანიაში საჭირო (პროფილური) კლინიკისა და პრაქტიკოსი ექიმ-სპეციალისტის, პროფესორის შერჩევა;

2. გერმანელ ექიმს-სპეციალისტთან, პროფესორთან ვიზიტის ჩანიშვნა;

3. პაციენტის საქართველოდან გამგზავრებისა და გერმანიაში ყოფნის პერიოდში სრული მხარდაჭერა (24/7);

4. პაციენტის კლინიკაში ყოფნის პერიოდში დახმარება (ექიმებთან კომუნიკაცია, თარგმნა, გადახდებისა და დოკუმენტების მოგვარება);

5. საჭიროებისამებრ, თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვაში და გერმანიაში სასტუმროს დაჯავშნაში კონსულტირება (გამოცდილების გაზიარება).

contact us