მიუნხენის უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკების გაერთიანება

"ლმუ კლინიკუმ"-ი (LMU Klinikum) წარმოადგენს მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისუნივერსიტეტის ცენტრალურ საუნივერსიტეტო საბაზო კლინიკების გაერთიანებას და შედგებაქალაქ მიუნხენში, ორ ლოკალიზაციაზე განთავსებული საავადმყოფოებისგან: „კამპუსგროსჰადერნ“-ი და "კამპუს ინენშტადტ"-ი. ორივე მათგანი წარმოადგენს მსოფლიოში სახელგანთქმულ მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრს, რომელთა ბაზებზე გაერთიანებულია68 ინტერდისციპლინარული ცენტრი, 31 კლინიკა, 13 ინსტიტუტი და 7 დამოუკიდებელიდეპარტამენტი, საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებითა და ლაბორატორიებით, სადაცმოღვაწეობს 1500 ექიმი, მეცნიერი და სამედიცინო პერსონალი.

ორივე საუნივერსიტეტო კლინიკა აღჭურვილია მსოფლიოს თანამედროვე სამედიცინოტექნოლოგიებით და ყოველწლიურად, დაახლოებით 500.000 პაციენტი გადისდიაგნოსტიცირება-მკურნალობას ამ სამედიცინო დაწესებულებებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, აქ მიმდინარე, როგორც სამეცნიერო კვლევითი, ასევეკლინიკური საქმიანობა, მათ შორის: ონკოლოგიის, ტრანსპლანტაციის, ენდოკრინოლოგიის, გენეტიკური კვლევების, იშვიათი დაავადებების, რობოტული და ინოვაციური მედიცინისმიმართულებით.

ვებ-გვერდი

მოგვწერეთ თქვენი საჭიროების შესახებ

ექიმები