მთავარი / პლაზმოთერაპია
პლაზმოთერაპია (PRP) ინექციური პროცედურაა, რომლის დროსაც სამკურნალო ზონაში გამოიყენება ადამიანის საკუთარი (აუტოლოგიური), თრომბოციტებით გამდიდრებული სისხლის პლაზმა. ეს პროცედურა ხელს უწყობს ორგანიზმის ფარული რესურსების სტიმულირებას და აღდგენას.
 
"დოიჩეს დიაგნოსტიკუმში" პლაზმოთერაპია ტარდება გერმანული სინჯარებითა და ტექნოლოგიით (პატენტის ექსკლუზიური უფლებით) სამ მიმართულებაზე:
 

დერმატოლოგია - პლაზმოთერაპია დერმატოლოგიაში გამოიყენება კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად: გამომშრალი კანის სტრუქტურა; სებორეა; აკნე და პოსტაკნე; კანის ნებისმიერი ნაწიბური, მათ შორის, სტრიები; კანის არაერთგვაროვანი ზედაპირი; დაბერების ნიშნები; ზედაპირული ნაოჭები.

გინეკოლოგია - პლაზმოთერაპია გინეკოლოგიაში გამოიყენება ინტიმური ზონის ჯანმრთელობის, მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ესთეტიკის მიზნით, რომლებიც განპირობებულია მშობიარობის, ტრავმის შემდგომი, ანთებითი დაავადებების ან თანდაყოლილი ანომალიებით.

ორთოპედია - პლაზმოთერაპია ორთოპედიაში  გამოიყენება სახსრებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად: დაზიანებული მყეს-კუნთოვანი ქსოვილის აღდგენა; სახსრის ტკივილის მართვა; დაზიანებული ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა; სახსარშიდა სინოვიალური სითხის აღდგენა; დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა; ბუნებრივი ჰიალურონის მჟავას გამომუშავება; ანთებითი პროცესების მართვა.

აღნიშნული მიმართულება საქართველოში 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

 

contact us