„დოიჩეს დიაგნოსტიკუმი“ წარმოადგენს გერმანულ სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრს საქართველოში.
,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმის” მიუნხენისა და თბილისის გამოცდილი გუნდი შესაძლებელს ხდის გერმანიაში პაციენტების ვიზიტისა და მკურნალობის პროცესის მართვას, საქართველოში ჩამოჰყავს გერმანელი ექიმები, პაციენტის ქვეყნიდან გაუსვლელად გერმანიის ლაბორატორიებში აკეთებს კვლევებს/დასკვნებს და დისტანციურად (ონლაინ) უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო კონსულტაციას, დიაგნოსტირებას და გარკვეულ შემთხვევებში, მკურნალობას.
„დოიჩეს დიაგნოსტიკუმის“ სერვისები:
1. ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები (ანალიზების, ქსოვილების, რადიოლოგიური მასალების გაგზავნა გერმანიის წამყვან ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკურ ცენტრებში და დასკვნების მიღება);
2. ტელემედიცინა (სამედიცინო კონსულტაცია ვიდეოჩართვით, დიაგნოსტირება, რჩევა, დიაგნოზის გადამოწმება);
3. გერმანელი ექიმების ვიზიტი საქართველოში (წამყვანი ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები და ოპერაციები საქართველოში);
4. პაციენტების გაგზავნა გერმანიაში (გერმანიაში კლინიკის/ექიმ-სპეციალისტის მოძიება, შეხვედრის შეთანხმება, ვიზიტის სრული ციკლის მართვა);
5. გერმანული ტექნოლოგიით და ექიმ-სპეციალისტების ჩართულობით საქართველოში სამედიცინო პროცედურების შესრულება (პლაზმოლიფტინგი, ონლაინექოსკოპია)