SOLO და Deutsches Diagnosticum პარტნიორები გახდნენ


მოხარულები ვართ გაცნობოთ SOLO და Deutsches Diagnosticum-ის პარტნიორობის დაწყების შესახებ. ამიერიდან Deutsches Diagnosticum-ში ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიღებისას, გადახდილი თანხის 15% უკან დაგიბრუნდებათ, თუ თანხას SOLO ბარათით გადაიხდით. 

Deutsches Diagnosticum- ი პირველი დიაგნოსტიკური ცენტრია ჩვენს რეგიონში, რომელიც პაციენტებს მაღალკვალიფიციური გერმანული მედიცინის მიღების შესაძლებლობას აძლევს საქართველოდან გაუსვლელად. ცენტრი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • ტელემედიცინა 
  • ტელერადიოლოგია
  • ლაბორატორია

დღესდღეობით, ტელემედიცინა პაციენტთა დიაგნოსტირების და მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს. დოიჩეს დიაგნოსტიკუმში პაციენტს აქვს ფუფუნება ქვეყნიდან გაუსვლელად ჩანიშნოს ვიზიტი გერმანელ მაღალკვალიფიცირებულ ექიმებთან და მიყვეს მკურნალობის გაიდლაინებს.

ტელერადიოლოგია - ეს არის ე.წ. „შინ ჩატარებული“ რადიოლოგიური თუ ბირთვული მედიცინის კვლევების ფოტოდოკუმენტაცია, რომელიც იგზავნება გერმანიაში და იქიდან პაციენტი იღებს წერილობით დასკვნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მობრძანდით Deutsches Diagnosticum- ში, მიიღეთ თქვენთვის სასურველი სამედიცინო მომსახურება და დაიბრუნეთ დახარჯული თანხის 15%. ამისათვის კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უნდა ისარგებლოთ SOLO ბარათით და გადახდა განახორციელოთ საქართველოს ბანკის ტერმინალით.

 

გააზიარე