ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზატორობით, თბილისში საერთაშორისო კონგრესი ,,სამედიცინო სიახლეები


2023 წლის 24-25 ივნისს თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა ორ დღიანი საერთაშორისო კონგრესი, სახელწოდებით ,,სამედიცინო სიახლეები.” კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექიმები. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სამედიცინო სფეროში არსებული ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეები. ორ დღიანი კონგრესი გალა კონცერტით და ექიმთა დაჯილდოებით დასრულდა. კონგრესის ორგანიზატორი იყო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა. ღონისძიება ჩატარდა თბილისის მერიის სრული მხარდაჭერით. 

კონგრესზე გამომსვლელთა შორის იყო პირველი გერმანული დიაგნსტიკური ცენტრის, ,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმ-”ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საქართველოში, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, გიორგი გრიგოლია. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა მედიცინაში არსებულ თანამედროვე მიღწევებზე. მისი თქმით, თანამედროვე ციფრულ მედიცინას ალტერნატივა არ აქვს. ის პირობითად შეიძლება 3 ნაწილად დაიყოს: ტელემედიცინა, ტელერადიოლოგია და რობოტული მედიცინა.

ტელემედიცინის პრიორიტეტებია: ქვეყიდან გაუსვლელად მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისოდ აღიარებულ მედპერსონალთან, პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, დროის უმოკლეს პერიოდში, ფინანსების დაზოგვით მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღება. ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, რომ დღესდღეობით პრობლემას პაციენტების მკურნალობისას წარმოადგენს არა დაავადების სირთულე, არამედ  მკურნალობის არასწორი თანმიმდევრობა. ექიმმა უნდა იცოდეს, თუ რომელ ეტაპზე რა ჭირდება პაციენტს. თითქმის ყოველთვის აუცილებელია სისტემური მიდგომა, მჭიდრო ურთიერთობა ლაბორატორიებთნ და მათგან სანდო დასკვნების მიღება. სწორედ ასეთი სისტემური მიდგომით მკურნალობენ პაციცენტებს ,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ში. ცენტრის დაფუძნების ინსპირაცია რამოდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. როგორც ცნობილია, ბაზარი უნდა პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებს. დისტანციურად სამედიცინო სერვისების მიღებაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, ეს პროცესი კი კორონა პანდემიამ დააჩქარა. 2020-2022 წლებში, ევროპის წამყვან ქვეყნებში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 4000 ადამიანი მონაწილეობდა და აქედან 61% -ს მოწონდა და სურდა ექიმთან დისტანციური ვიზიტის დაჯავშნა. მიზეზად ასახელებდნენ კომფორტს, დროის დაზოგვას, ფინანსებს და გამოყოფდნენ იმ ფაქტორს, რომ კლინიკაში დიდია სხვადასხვა დაავადებებით დაინფიცირების რისკი. სწორედ არსებული ფაქტორები იყო საკმაოდ დიდი ინსპირაციის წყარო გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში. ცენტრი უკვე წელიწად ნახევარია ფუნქციონირებს და წინ დიდი გეგმები აქვს.

,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმ-” ში დღესდღეობით ფუნქციონირებს სამი მიმართულება. ესენია: ლაბორატორია, ტელემედიცინა და ტელერადიოლოგია. პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, რომ დიდია დასავლელი პარტნიორების, მათ შორის გერმანელი კოლეგების როლი და მხარდაჭერა ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში.  ცენტრი თანამშრომლობს რამოდნიმე წამყვან გერმანულ კლინიკასთან, მათ შორისაა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა შარითე. ცენტრის პრიორიტეტია პაციენტებზე სათანადო ზრუნვა. პაციენტებს მოემსახურებიან ადგილზე ქართველი ექიმები, ხოლო დისტანციურად მოხდება მათი ჩართვა გერმანელ ექიმებთან. ფაქტიურად დოიჩე არის დამაკავშირებელი ხიდი პაციენტისა ნებისმიერი ქვეყნის წამყვან კლინიკებთან. ჯერ ჯერობით ცენტრი თანამშრომლობს გერმანულ კლინიკებთან, თუმცა სამომავლოდ იგეგმება სხვა ქვეყნების და კლინიკების ჩართვაც. პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, რომ დოიჩეს კარი ღიაა ყველა ქართველი პროფესიონალი ექიმისთვის, ვინც მოისურვებს, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება გააზიაროს.

გამოსვლის ბოლოს, პროფესორმა გიორგი გრიგოლიამ ძალზედ მნიშვნელოვანი რამ გააჟღერა. მისი თქმით, დოიჩეს  დაფუძნების ერთერთი ინსპირაცია ასევე იყო ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ბევრი საქართველოს მოქალაქე გაემგზავრა სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ამ ციფრის მაჩვენებელი დღითიდღე იმატებს. საშუალოდ თითოულ პაციენტს 5000 დან 10 000 ევრომდე უჯდება ევროპაში სამკურნალოდ წასვლა. ,,დოიჩეს დიაგნოსტიკუმ-”ში მიახლოებით ერთი მესამედი დაჯდება ეს ყველაფერი, შესაბამისად დოიჩეს მიზანია პაციენტებმა მკურნალობისთვის არ დატოვონ ქვეყანა. ჩართულობით და კავშირების გაძლიერებით, ერთობლივად უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. ბატონი გიორგი აღნიშნავს, რომ ცენტრი ძალისხმევას არ დააკლებს, რათა მოხდეს ამ მიმართულების შემობრუნება, რომ საქართველო იყოს მიმღები, საიდანაც მოხდება ამა თუ იმ სამედიცინო ხედვის და გამოცდილების გაზიარება. საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს კარგად სამედიცინო ტურიზმიც, ქვეყანას საამისო რესურსი ნამდვილად აქვს, და არ არის გამორიცხული, რომ სამედიცინო ტურიზმი სამომავლოდ იყოს დოიჩეს დიაგნოსტიკუმის მეოთხე მიმართულება.

გააზიარე