“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ში გაიხსნა პედიატრიული მიმართულების სადიაგნოსტიკო ოთახი.


ჩვენთან მოსულ პატარა სტუმრებს, სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ საუკეთესო ექიმ-სპეციალისტები. პატარებს და მათ მშობლებს ასევე ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ტელემედიცინის საშუალებით კონსულტაციები მიიღონ სახელოვანი გერმანელი სპეციალისტებისგან, კერძოდ მიუნხენის უნივერსიტეტების ცენტრალური პედიატრიული კლინიკებიდან. ესენი გახლავთ : „დოქტორ ჰაუნეშერის სახელობის ბავშვთა კლინიკა“, „შვაბინგერ კლინიკა“ და, მიუნხენში, ერთადერთი მულტიპროფილური, პრივატ პედიატრიული სამედიცინო ცენტრი „ბავშვთა კლინიკა მიუნხენ-M1“.

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ბიოლოგიური მასალის გადაგზავნას ნებისმიერი მიმართულების და სირთულის კვლევის ჩასატარებლად, როგორიცაა გენეტიკური კვლევები და სხვა გერმანიის ოთხ სახელოვან ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრში. ჩვენ გთავაზობთ:

  • ხელმისაწვდომ ფასებს
  • სწრაფ მომსახურებას
  • პროფესიონალი და ყურადღებიანი ექიმების კონსულტაციას
  • ლაბორატორიულ მომსახურებას.

ეს ყველაფერი კი დროის დაზოგვით და მაქსიმალური კომფორტით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს დიაგნოზის უმოკლეს დროში დასმას და შემდგომ მის ეფექტურ მკურნალობას. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგანაც არასწორი დიაგნოზის შემთხვევაში, დანიშნული მკურნალობა არათუ არაეფექტური, არამედ საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ გერმანულ, სანდო, მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ქვეყნიდან გაუსვლელად.

ანდეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობა პროფესიონალებს!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 222 77 76

გააზიარე

კლინიკები