დოიჩეს დიაგნოსტიკუმი აძლევს უნიკალურ შანსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს

2023 წლის აპრილის თვიდან, სრულყოფილად ფინანსდება 3 თვიანი სასწავლო პროგრამა კლინიკუმ კაუფბოიერნის ქირურგიულ დეპარტამენტში


დოიჩეს დიაგნოსტიკუმი აძლევს უნიკალურ შანსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება გერმანიაში და აიმაღლონ კვალიფიკაცია გერმანული სამედიცინო ცენტრის, „დოიჩეს დიაგნოსტიკუმ“-ის და პროფ. ნოდარ გრიგოლიას სახელობის საერთაშორისო ფონდის, „ცოდნა’’-ს ერთობლივი ძალისხმევით, 2023 წლის აპრილის თვიდან, სრულყოფილად ფინანსდება 3 თვიანი სასწავლო პროგრამა კლინიკუმ კაუფბოიერნის ქირურგიულ დეპარტამენტში, Klinikum Kaufbeuren, რომელიც წარმოადგენს, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (LMU) აკადემიურ-კლინიკურ ბაზას.

სტიპენდია გადაეცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ), სტუდენტს, რომელსაც ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა შეუერთდეს პროფესიონალ გერმანელ მედიკოსთა გუნდს, დააკვირდეს, შეისწავლოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს გერმანიის წამყვანი სამედიცინო დაწესებულების საქმიანობაში.

სტიპენდიანტი სრულად უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო და კვებითი ხარჯებით. გარდა ამისა, ბენეფიციარს დაენიშნება სტიპენდია - სტაჟირების განმავლობაში ყოველთვიურად 1.000 ევროს ოდენობით.

სავალდებულოა გერმანული ენის ცოდნა, კომუნიკაბელურობა და სწავლის სურვილი, განაცხადის მიღება 1 აპრილიდან იწყება! გისურვებთ წარმატებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 032 222 77 76

გააზიარე