დოიჩეს დიაგნოსტიკუმმა და  პრივატ კლინიკ M1-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს


დოიჩეს დიაგნოსტიკუმ-მა ხელი მოაწერა ორმხრივ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, მიუნხენის ერთ-ერთ სახელგანთქმულ, მულტიპროფილურ, პედიტრიულ და მოზარდთა კლინიკასთან-პრივატ კლინიკ M1.

ეს გახლავთ ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, რაც აძლევს ჩვენს პატარა პაციენტებს და მათ მშობლებს, უნიკალურ შესაძლებლობას, საქართველოდან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი და წვდომა მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო დახმარებაზე. მიუნხენის ბავშვთა და მოზარდთა მულტიპროფილური კლინიკა "პრივატ კლინიკ M1" გახლავთ გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც თქვენს პატარებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს.ავგუსტ ფონ ჰაუნერის ბავშვთა საავადმყოფო არის სამკურნალო და სადიაგნოსტიკო ცენტრი, მძიმე, ქრონიკული, რთული დაავადებების მქონე მრავალი ბავშვისთვის. ავგუსტ ფონ ჰაუნერმა 1846 წელს საფუძველი ჩაუყარა ბავშვთა საავადმყოფოს, სადაც დღეს არა მხოლოდ მკურნალობენ მწვავე და ქრონიკულ დაავადებების მქონე ბავშვებს მიუნხენიდან და ბავარიიდან, არამედ ემსახურებიან პაციენტებს გერმანიიდან და მთელი მსოფლიოდან - განურჩევლად მათი ეთნიკური თუ ეროვნული წარმომავლობის. დოიჩეს დიაგნოსტიკუმ-ი გაძლევთ უნიკალურ შანსს, ტელემედიცინის საშუალებით დაუკავშირდეთ მაღალკვალიფიციურ ბავშვთა კლინიკას, რომელიც ჩვენი პარტნიორია. გაიგეთ სწორი დიაგნოზი და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე.

გააზიარე

კლინიკები