ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა


ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშეა

ისაუბრეს ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკების განვითარების სტრატეგიაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გერმანულ მხარეს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის სტრუქტურაზე პრეზენტაცია წარუდგინა.

გერმანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელსა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის წევრებს სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
“Deutsches Diagnosticum-ის სამედიცინო დახმარების ცენტრი ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.

„Deutsches Diagnosticum“ პირველი სამედიცინო დახმარების ცენტრი იქნება საქართველოში, რომელიც ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ და მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას შესთავაზებს.

როგორც გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით, ასევე პირადი ექიმის თანხლებით, პაციენტები შეხვდებიან გერმანიიდან მოწვეულ კონსილიუმის ექიმებს და ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისს მიიღებენ, რომელიც საერთო გერმანულ მაღალ-კვალიფიციურ სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო

გააზიარე