გერმანიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და

პროფესორი გიორგი გრიგოლია, საქართველოში გერმანიის საელჩოს, პირადი მოწვევით ეწვია,


 დოიჩეს დიაგნოსტიკუმის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია, საქართველოში გერმანიის საელჩოს, პირადი მოწვევით ეწვია, სადაც შედგა შეხვედრა საქართველოში გერმანიის საკონსულოს და საელჩოს იურიდიული სამსახურის უფროსთან ბატონ მიხაელ გრიმთან და საქართველოში გერმანიის საკონსულოს ადმინისტრაციის მთავარ მდივანთან, ქალბატონ ანდრეა გრიმთან. შედგა ორმხრივი მოლაპარაკება, დაიგეგმა სამომავლო გზები, დოიჩეს დიაგნოსტიკუმსა და  გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის შესახებ. მიმოხილული იყო პრობლემატური და აქტუალური თემები. ჩვენმა დიაგნოსტიკურმა ცენტრმა პროფესორ გიორგი გრიგოლიას სახელით გამოთქვა მუდმივი მზადყოფნა, აქტიურად ჩართული იყოს ნებისმიერ, გერმანიის საელჩოს მიერ შემოთავაზებულ პროექტში და სურვილისამებრ უმასპინძლოს გერმანიიდან ჩამობრძანებულ დელეგაციას, მათ ვისაც სამედიცინო მიმართულებით აქვთ ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის. ასევე შედგა ძალზედ იმედისმომცემი საუბარი სამომავლო სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, დოიჩეს დიაგნოსტიკუმსა და გერმანიის სახელოვან სამედიცინო ინსტიტუციებს შორის. დოიჩეს დიაგნოსტიკუმი არის მუდმივად თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე.

გააზიარე