მედიცინა საზღვრების გარეშე

13-15 აპრილის ჩათვლით "დოიჩეს დიაგნოსტიკუმ"-ი იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენც-გამოფენაზე


13-15 აპრილის ჩათვლით "დოიჩეს დიაგნოსტიკუმ"-ი იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენც-გამოფენაზე, რომელიც ტარდება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. ჩვენი კლინიკა სხვა გერმანულ სამედიცინო კომპანიების გვერდით, ღირსეულად წარმოადგენს საქართველოში არსებულ გერმანულ სამედიცინო ცენტრს, თავისი შესაძლებლობებით, ინოვაციური მიდგომებით ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

გამოფენას და სემინარებს ესწრებიან უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე მონაწილე ქვეყნების ელჩები და მედია წარმომადგენლები.

გააზიარე