შარიტეს ყბა-სახის ქირურგიის კათედრასა და


ხელი მოეწერა ორმხრივ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, მსოფლიოში სახელგანთქმულ ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ყბა-სახის ქირურგიის კათედრასა და "დოიჩეს დიაგნოსტიკუმ"-ს შორის. ეს გახლავთ ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება, რაც აძლევს პაციენტებს უნიკალურ შესაძლებლობას, საქართველოდან, სახლიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი და წვდომა მაღალკვალიფიციურ გერმანულ სამედიცინო დახმარებაზე. შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ახლა მას ხელმძღვანელობს მსოფლიოში ცნობილი პროფესორი,მედიცინის დოქტორი მაქს ჰეილანდი. მისი განთქმული ექიმთა გუნდი აქტიურად მუშაობს ყველა სირთულის დიაგნოზთან. სწორედ "მომავლის მედიცინა" არის მათი მთავარი პრიორიტეტი.

გააზიარე

კლინიკები