დაბადების თარიღი და ადგილი - 24.08.1975, თბილისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული, 2 შვილი
06/1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი
07/1999 საქართველოს რესპუბლიკის ლიცენზირებული ექიმი
02/2000 - 03/2003 მოწვეული ექიმის და დოქტორანტის სტატუსით მოღვაწეობა მიუნხენის ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის (Ludwig Maximilians Universität LMU München ) ცენტრალური კლინიკური ბაზის, კლინიკუმ გროსჰადერნის (Klinikum Grosshadern) ქირურგიულ კლინიკაში.
02/2002 ჰეპატოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე დაჯილდოვებული იყო საუკეთესო პოსტერის პრეზენტაციისთვის, ქალაქი დაჰაუ, გერმანია. პოსტერის თემა:
“ჰეპატოცელულარული კარცინომის მკურნალობის შედეგები”.
04/2003 – 09/2004 სტუდენტი მიუნხენის ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (Ludwig Maximilians Universität LMU München).
2004 წელს დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი
მიუნხენის ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
სადოქტორო თემა: “ადრეული და შორეული თერაპიის შედეგები ჰეპატოცელულარული კარცინომის მკურნალობის დროს. 361 პაციენტის მონაცემის რეტროსპექტიული კვლევა, რომელთაც 1990/2000 წლებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის მიმართეს კლინიკუმ გროსჰადერნის ქირურგიულ კლინიკას”.
2005 წლიდან ასისტენტ/ექიმად მოღვაწეობა მიუნხენის ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქირურგიის კათედრაზე. მიუნხენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ცენტრალური ბაზა, კლინიკუმ გროსჰადერნი (Klinikum Grosshadern).
2012 წელს წარმატებით დაამთავრა მოღვაწეობა კლინიკუმ გროსჰადერნში, ზოგადი ქირურგის ლიცენზიის მოსაპოვებლად.
04/2012 წელს ბავარიის ექიმთა ასოციაციის მიერ მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ზოგადი ქირურგის სტატუსი.
05/2012 წლიდან ლიცენზირებული ექიმი, მედიცინის დოქტორი, უმაღლესი კატეგორიის ზოგადი ქირურგი, ვისცერული ქირურგის მიმართულებით.
2008/2011 წლებში მიუნხენის უნივერსიტეტის ქირურგიული კათედრის დოცენტი ზოგადი ქირურგიის პრაქტიკული საქმინობის მიმართულებით.
2008/2010 დოცენტი კლინიკუმ გროსჰადერნში მიმდინარე სონოგრაფიის ინტერნაციონალურ შემსწავლელ კურსებზე.
2006 წელს კვალიფიკაციის ამაღლება დავოსის ინტერნაციონალურ ლაპაროსკოპიულ ცენტრში მიმდინარე ლაპაროსკოპიული ტრენინგ/კურსზე
2007 წლიდან აქტიურად უძღვება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების და რეზიდენტების გაცვლით პროექტს მიუნხენის უნივერსიტეტის ცენტრალურ და აკადემიურ კლინიკებში.
2008, 2010, 2014 წლებში კვალიფიკაციის ამაღლება ქ. ტუტლინგენში არსებულ ესკულაპის აკადემიაში მიმდინარე ლაპაროსკოპიული ცენტრში.
2014/2015 წლებში მოღვაწეობდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აკადემიურ ბაზაზე, კლინიკუმ ვაილჰაიმში, როგორც განყოფილების უფროსი ქირურგი.
2013 წლიდან პროფესორ შტიგლერთან და პროფესორ იაუხთან ერთად გერმანიაში დააარსა ფონდი და გაცვლით პროგრამა, რომელსაც მიენიჭა პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელი. ამ პროექტის/ფონდის საშუალებით დაახლოებით 550 სტუდენტმა და ახალგაზრდა ექიმმა მიიღო შესაძლებლობა, როგორც სტიპენდიანტებს 3 თვიანი სასწავლო პერიოდით გაევლოთ კვალიფიკაცია მიუნხენის ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ საბაზო კლინიკებში.
2013 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება
2011-2019 წლებში პერმანენტული გასვლითი სალექციო/პრაქტიკული საქმიანობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის სტატუსით.
2014 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დააარსა პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია
2015 წლის სექტემბრიდან აქტიურად მოღვაწებს მიუნხენის კლინიკა ფიურსტერნფელდბრუკში, ლუდვიგ - მაქსიმილიანის უნივერსიტეტის აკადემიურ ბაზაზე, ქირურგიული განყოფილების უფროსი ქირურგის თანამდებობაზე.
2019 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით: დიასპორის წარმომადგენელთა მიერ განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება ქართულ - გერმანული მედიცინის და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტი, საქართველოს უმაღლესი სასწავლო ცენტრის, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ხარისხის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის სტატუსით.
2020 წელს უნივერსიტეტში ნიუ-ვიჟენ მიენიჭა ზოგადი და ვისცერული ქირურგიის კათედრის პროფესორის ტიტული
11.20 - 08.21 მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბაზო-სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის, ლეჰელმედ -ის (Lehelmed) ზოგადი ქირურგიიის მიმართულების ხელმძღვანელი.
2021 წლიდან პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ცოდნა“-ს მმართველი ბორდის დირექტორი.
2021 წლიდან საქართველოს ტელერადიოლოგიის და ტელემედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი.
2021 წლიდან გერმანულ-ქართული დიაგნოსტიკური ცენტრის, „დოიჩეს დიაგნოსტიკუმ“-ის გენერალური დირექტორი.
2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი
02.2023 წლიდან თბილისის ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ვიცე-დეკანი.
საზოგადოებრივი აქტივობა და წევრობა