"დოიჩეს დიაგნოსტიკუმში" უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით ექოსკოპიას აკეთებს ორი ექოსკოპისტი, მათგან წამყვანი სპეციალისტი დისტანციურად ერთვება გერმანიიდან, ხოლო მანიპულაციებს პაციენტთან საქართველოში მომუშავე გამოცდილი ექოსკოპისტი ასრულებს.
წამყვანი ექოსკოპისტი: პროფესორი დირკ კლევერტი - მიუნხენის უნივერსიტეტის ექოსკოპიის (სონოგრაფიის) ცენტრის ხელმძღვანელი. გერმანიის ექოსკოპისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ევროპის სონოგრაფისტთა ასოციაციის ბორდის წევრი, სონოგრაფიის აკადემიის ხელმძღვანელი.
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
- თავისა და კისრის სისხლძარღვების დოპლეროგრაფია
- რბილი ქსოვილების ექოსკოპია
- მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
- საშარდე სისტემის ექოსკოპია
- ქალის რეპროდუქციული ორგანოების ექოსკოპია
- გულის ექოსკოპია
- ფილტვების ექოსკოპია
- სახსრების ექოსკოპია
- მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების ექოსკოპია
- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია
- კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფია
აღნიშნული მიმართულება საქართველოში 2024 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდება.