
ლაბორატორიული კვლევის ხარისხი, ზუსტი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დოიჩეს ნიაგნოსტიკუმ (Deutsches Diagnosticum) მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არაერთ წამყვან ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრთან, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ნებისმიერი სირთულისა თუ სახის კვლევა ტარდება.
ბიოლოგიური მასალის გერმანიაში გამოსაკვლევად გაგზავნის სერვისი უზრუნველყოფს მის აღებასა და გაგზავნას გერმანიის წამყვან ლაბორატორიებში ყველა საერთაშორისო ნორმებისა სტანდარტების დაცვით, რომელსაც გერმანელი სპეციალისტების მიერ მოწოდებული რეგლამენტი არეგულირებს. ბიოლოგიური მასლის ჩაბარება თქვენ შეგიძლიათ როგორც სახლიდან გაუსვლელად, ასევე კლინიკაში ვიზიტისას.
პროცესები და ეტაპები:
- ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღება: ხორციელდება როგორც სახლის, ასევე კლინიკის პირობებში, რის შემდგომ ხდება ნიმუშების (სისხლი, ნერწყვი, შარდი, ქსოვილი, უჯრედები და ა.შ.) მარკირება და სპეციალურ კონტეინერში მოთავსება, ჰერმეტულობისა და ტემპერატურული რეშიმების სრული დაცვით.
- გაგზავნა გერმანულლაბორატორიაში: ჩვენ ვაგზავნით ბიოლოგიურ მასალას წამყვან გერმანულ ლაბორატორიებში, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან მედიცინის სხვადასხვა დარგში, რომელთაც გააჩნიათ კვლევითი საქმიანობის ხანგრძლივი და წარმატებული გამოცდილება. პროცესი წარიმართება საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლოს სრული დაცვით. აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირება დაშვებულია მხოლოდ სპეციალიზირებული დაწესებულებებისთვის, რომელთაც გააჩნდეთ შესაბამისი ნებართვა.
- ანალიზი და შედეგები: მას შემდეგ, რაც ლაბორატორია დაასრულებს ბიოლოგიური მასალის გამოკვლევას, თქვენ მიიღებთ დეტალურ და ავტორიტეტუბ დასკვნას გერმანიის აკრედიტირებული ლაბორატორიიდან, რომელიც წერილობით გადმოგეცემათ ქართულ და გერმანულ ენებზე.
- შედეგების განმარტება და ანალიზი: პაციენტის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კვლევებით მიღებული შედეგების განმარტება და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღება, როგორც ქართველი, ასევე გერმანელი ექიმებისგან. ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (ვიდეოზარის) გამოყენებით საშუალება გექნებათ გაიაროთ კონსულტაცია და განიხილოთ ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი გერმანელ სპეციალისტებთან თარჯიმნის და ქართველი ექიმის თანხლებით.
„დოიჩეს დიაგნოსტიკუმი“-ს თანამშრომლობა წამყვან გერმანულ ლაბორატორიებთან გაძლევთ საშუალებას მიიღოთ გამოკვლევების ზუსტი და სანდო შედეგები. ჩვენი პარტნიორობა ლაბორატორიებთან ხაზს უსვამს ჩვენს სურვილსა და ძალისხმევას ვუზრუნველვყოთ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება ჩვენი პაციენტებისთვის.
“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების წამყვან ლაბორატორიულ კვლევით ცენტრებთან:
- “Labor Krone”
- “Labor Amedes”
- “Hanse Genetik”
- Max von pettenkofer Institut, Institut für infektiologie und tropische Medizin LMU München
- Genetisches Labor Centogene,
- Genetisches Labor von Martinsried,
- Genetisches Zentrum Medicover.
Ჩვენი დიაგნოსტიკური ცენტრის, “დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ის პრიორიტეტს, პაციენტის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
(+995)599191250
(+995)599191250
დოიჩეს დიაგნოსტიკუმ • Deutsches Diagnosticum