ტელერადიოლოგია

ტელერადიოლოგია წარმოადგენს დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდს.

ტელერადიოლოგია არის სამედიცინო დიაგნოსტიკის ინოვაციური მიმართულება, რომელიც აერთიანებს რადიოლოგიასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს. ექიმებს საშუალება ეძლევათ დისტანციურად შეაფასონ და გააანალიზონ ისეთი სამედიცინო გამოსახულებები, როგორიცაა რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT).

ტელერადიოლოგიის გამოყენებით რადიოლოგებს შეუძლიათ სწრაფად გაუზიარონ ინფორმაცია ერთმანეთს, გაიარონ კონსულტაცია და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პაციენტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

 

ეტაპები და პროცედურები:

 

  • რადიოლოგიური კვლევა: პროცესი იწყება სამედიცინო დიაგნოსტიკით, როგორიცაა რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან MRI. ყოველივე ეს ინახება დაცულ სერვერებზე ციფრულ ფორმატში, რაც აადვილებს მათ გაზიარებას კლინიკების და დიაგნოსტიკური ცენტრების შორის.

 

  • მონაცემთა შენახვა და მართვა: კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია იგზავნება სერვერზე, სადაც ინახება უსაფრთხო ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერში (EMR) ან გამოსახულების არქივისა და კომუნიკაციის სისტემაში (PAX). ჩვენი კლინიკა უზრუნველყობს დიაგნოსტიკური კვლევების გადამისამართებას გერმანიის ერთ-ერთ უდიდეს რადიოლოგიური ცენტრების გაერთიანებაში (Die Radiologue). აღსანიშნავია, რომ ყველა მონაცემის დაარქივება თუ გადაგზავნა ექიმთა შორის ხდება ევროკავშირისა და საქართველოს პირად მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად.

 

  • ონლაინ კონსულტაცია: მნიშვნელოვანი ეტაპი არის დისტანციური კონსულტაცია. რადიოლოგებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ გამოკვლევების შედეგად მიღებული გამოსახულებები, გააანალიზონ შედეგები და დაადგინონ დიაგნოზი დისტანციურად მუშაობისას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან ან თუნდაც სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

  • ალტერნატიული მოსაზრება: ტელერადიოლოგია გვაძლევს მეორე მოსაზრებებს მიღების შესაძლებობას გამოცდილი რადიოლოგებისგან, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რთულ შემთხვევებში ან ორაზროვან დიაგნოზებში. ექიმებს აქვთ საშუალება ონლაინ კონსილიუმზე განიხილონ, იმსჯელონ და შეჯერდნენ ერთობლივ დასკვნაზე მიღებული რადიოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.

 

  • მოხსენებები და უკუკავშირი: პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის ჩატარებული რადიოლოგიური კვლევების შესახებ, გაეცნოს დასვნებს როგორც ქართულ, ასევე გერმანულ ენაზე და მიიღოს რეკომენდაციები შემდგომი მკურნალობის შესახებ.

 

ტელერადიოლოგიის უპირატესობები:

 

  • ტელერადიოლოგია უზრუნველყოფს პაციენტის სწრაფ და ოპერატიულ დიაგნოსტიკას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო გადაწყვეტილების მიღების საჭიროების შემთხვევაში.
  • ექსპერტის აზრი: Die Radiologue - რადიოლოგიური ცენტრის ექსპერტთა დადგენილება, საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ზუსტი სამედიცინო დასვნა და განსაზღვროთ მკურნალობის ოპტიმალური გეგმა.
  • რესურსების ეფექტური გამოყენება:  რადიოლოგებთან დისტანვიური თანამშრომლობა აუმჯობესებს სამედიცინო რესურსების გამოყენებას და უფრო მაღალს ხდის დიაგნოსტიკური სერვისების ეფექტურობას.
  • ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესება: ტელერადიოლოგია ხელს უწყობს ჯანდაცვისა და დიაგნოსტიკური სერვისების საერთო ხარისხის გაუმჯობესებას მოწინავე სამედიცინო ცოდნისა და ტექნოლოგიების შერწყმით, რადგან ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა მოსაზრებების სწრაფი და ოპერატიული გაზიარება, დასვკვის გამოტანა და დიაგნოზის დასმა.

 

დასკვნა

 

ტელერადიოლოგია არის სამედიცინო დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების ინოვაციური საშუალება, რომელიც ქვეყნიდან გაუსვლელად პაციენტს აძლევს საშუალებას მიიღოს ხარისხიანი და ოპერატიული სამედიცინო კვლევითი სერვისები.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 

 (+995)2227776  (+995)599191250 

 (+995)599191250  (+995)599191250 

 (+995)599191250


 დოიჩეს დიაგნოსტიკუმ • Deutsches Diagnosticum


  Google-ლოკაცია

  Yandex-ლოკაცია

გააზიარე

კლინიკები