Სასტუმრო შერატონში გერმანული დიაგნოსტიკური ცენტრის “დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ის პრეზენტაცია შედგა.

პრეზენტაცია


“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ”-ი პაციენტებს თანამედროვე სტანდარტის, მაღალკვალიფიციურ, სანდო გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას სთავაზობს. Ტელემედიცინის საშუალებით, პაციენტს შეეძლება ლაბორატორიული თუ რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ქვეყნიდან გაუსვლელად. Ციფრული ჯანდაცვის სერვისების მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ დისტანციური კონსულტაციის მიღებას,ასევე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრება მოისმინონ გერმანელი ექსპერტებისგან.


Სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის მიზანი და ხედვა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის ნამდვილად სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინას და ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხზე და ჩვენი პაციენტები შეძლებენ, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე მიიღონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა“ .


“დოიჩეს დიაგნოსტიკუმ“-ს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი გრიგოლია, გერმანელ კოლეგებთან, წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორებთან ერთად უხელმძღვანელებს.


„ეს არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით დახმარება ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად შესთავაზოს გერმანული დიაგნოსტიკა, რომლის გამოც უწევდათ უცხოეთში გამგზავრება. ჩვენი სურვილია, გერმანული გამოცდილება შევთავაზოთ ქართველ კოლეგებს , ეს იქნება მათი ჩართულობით და რა თქმა უნდა, გერმანელ კოლეგებთან ერთად “, -განმარტა გრიგოლიამ.


როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაციის ფარგლებში გერმანელმა ექიმებმა კონფერენციაც გამართეს, რომლის მთავარი თემა, თანამედროვე მედიცინაში, სწორედ ტელემედიცინა და ტელერადიოლოგია, ასევე გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მომავალი იყო.


ცენტრის მომსახურება ასევე ზოგავს პაციენტთა მგზავრობის, ცხოვრების, კვების, გადაადგილებისა და სხვა შესაძლო ხარჯებს, დროსა და ფინანსებს. ცენტრი, ქართველი და გერმანელი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჯერ თბილისში გაიხსნება, ეტაპობრივად კი მისი სერვისების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი.


სამედიცინო დახმარების ცენტრი “Deutsches Diagnosticum" ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ იმუშავებს.


წყარო

გააზიარე