რობოტული ქირურგია


რობოტული ქირურგია ბოლო წლების ინოვაციური და საუკეთესო მეთოდია მედიცინაში. ეს გახლავთ ძალიან ეფექტური მეთოდი, როდესაც ქირურგები იყენებენ ძალიან პატარა ინსტრუმენტებს და მინიატურულ კამერას, რომელიც სხეულში შედის მცირე განაკვეთის მეშვეობით. ის უზრუნველყოფს მოძრაობების უფრო ფართო დიაპაზონს და უფრო მაღალ სიზუსტეს ადამიანის ხელთან შედარებით. გავრცელებული არასწორი ინფორმაციაა, რომ რობოტიზირებულ ოპერაციას ახორციელებს ავტონომიური რობოტი. ყველა მოძრაობას აკონტროლებს ქირურგი, რომელიც ზის კონსოლთან და აკვირდება ოპერაციის მიმდინარეობას ეკრანზე. აქედან გამომდინარე, ქირურგის უნარები და გამოცდილება გადამწყვეტია შედეგებისთვის.

რობოტიზებული ქირურგიის უპირატესობებია:

  • სიზუსტე, რომელიც გამორიცხავს ადამიანის ხელის ბუნებრივ კანკალს.
  • ქირურგიული ველის უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაცია, გადიდებული სამგანზომილებიანი გამოსახულების საშუალებით.
  • ძნელად მისადგომ, პატარა და ვიწრო ადგილებში მუშაობის შესაძლებლობა.
  • მცირე ჭრილობები, ნაკლები ტკივილი და სისხლის დანაკარგის შემცირება, რაც შედეგად გვაძლევს უფრო სწრაფი გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.

ჩვენი სამედიცინო ბორდის ერთ-ერთი წევრი არის მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სასწავლო აკადემიური ბაზების, ვაილჰაიმის და შონგაუს ზოგადი, ვისცერალური, მინიინვაზიური და რობოტული ქირურგიის კლინიკების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი - რაინჰოლდ ლანგი. 2004 წელს პროფესორ რაინჰოლდ ლანგს მიენიჭა CAES-ის პოსტერის პრიზი - ქირურგიულ ენდოსკოპიასა და სონოგრაფიაში. პროფესორმა ლანგმა მისი სამეცნიერო ნაშრომისთვის მიიღო "იენს კირშის პრემია" გერმანიის კოლოპროქტოლოგიის საზოგადოებისგან. იგი ევროპის მაშტაბით ერთ-ერთი პიონერია რობოტული ქირურგიის განვითარების საქმეში. მას აქვს 20 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა აკადემიების მიერ მართული ტრენინგ კურსების სწავლებაში. აღსანიშნავია მისი 10 წლიანი ღვაწლი პროფ. გრიგოლიას სახელობის პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 150 ქართველი სტუდენტის აღზრდაში, აგრეთვე, მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებთან.

"დოიჩეს დიაგნოსტიკუმ"-ი ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

გააზიარე

ექიმები