უპრეცედენტო და ინოვაციური მეთოდით სონოგრაფიული დიაგნოსტიკა დისტანციურად დოიჩეს დიაგნოსტიკუმში


პირველად, აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, დოიჩეს დიაგნოსტიკუმის ბაზაზე მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის სონოგრაფიის ცენტრთან თანამშრომლობით, იწყება დისტანციურად მართული ულტრაბგერითი (სონოგრაფიული) კვლევები. ამ უპრეცედენტო და ინოვაციური მეთოდით სონოგრაფიულ დიაგნოსტიკას, პირდაპირი ტრანსლირებით, გერმანიიდან მართავს მსოფლიოს ერთ-ერთი გამოჩენილი სპეციალისტი, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის სონოგრაფიის ცენტრის დირექტორი პროფ. დირკ ანდრე კლევერტი.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ჩატარდება შემდეგ ორგანოთა სისტემებზე:

  • ფარისებრი ჯირკვალი და კისრის მიდამო
  • მუცლის ღრუ
  • კიდურების სისხლძარღვები და ლიმფური სისტემა.

პროფესორი, მედიცინის მეც. დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საერთაშორისო სონოგრაფიული კვლევების აკადემიის პრეზიდენტი, ევროპის სონოგრაფიის ასოციაციის მთავარი ბორდის წევრი - დირკ-ანდრე კლევერტ;

იგი არის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკური ბაზის - "კლინიკუმ გროსჰადერნის" ინტერდისციპლინარული ულტრაბგერითი ცენტრის დირექტორი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო კომპლექსის ნაწილია.

მისი ხელმძღვანელობით ამ ცენტრში ტარდება ყველა ინტერვენციულ-ულტრაბგერითი კვლევა, მათ შორის კონტრასტული ულტრაბგერითი (CEUS) კვლევა. ერთი წლის განმავლობაში ცენტრი ატარებს დაახლოებით 20 000 ულტრაბგერით გამოკვლევას.

პროფესორ კლევერტს:

  • გამოქვეყნებული აქვს 115-ზე მეტი სტატია ეროვნულ და საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში;
  • არის რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • ჩატარებული აქვს 370-ზე მეტი ლექცია და სამეცნიერო პრეზენტაცია ეროვნულ და საერთაშორისო კონგრესებსა და კურსებზე მთელ მსოფლიოში მოწვეული პროფესორის სტატუსით;

მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს კონტრასტული გაძლიერებული სონოგრაფიის, ინტერვენციულ და სისხლძარღვთა ულტრაბგერის სფეროებს;
დაწერილი აქვს სადოქტორო დისერტაცია სამედიცინო ეკონომიკაში, სახელწოდებით "პროცესის ოპტიმიზაცია ჰოსპიტალურ ლოჯისტიკაში";
ის ასევე არის ჯანდაცვის რამდენიმე ასოციაციის წევრი;


გააზიარე

ექიმები

კლინიკები